რკინის ხიდი

რეჟ. მონიკა იორდან-მლოდჟიანოვსკა
პოლონეთი
2019
84 წუთი
18+

ჯილდოები:
2019 პოლონური კინოფილმების ფესტივალი „ეკრანი“ ტორონტოში – ჯილდო რეჟისორი (მონიკა იორდან-მლოდჟიანოვსკა)
2019 პოლონური კინოფილმების ფესტივალი ამერიკაში (ჩიკაგო) – ჯილდო „აღმომჩენელი თვალი“ ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი (მონიკა იორდან-მლოდჟიანოვსკა)

ამ ისტორიის ეპიცენტრში არის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელსაც აქვს ცოდვის და სირცხვილის ხასიათი. კაცპერი, მუშაობს შტეიგერად ნახშირის საბადოში, აქვს რომანი თავისი თანამშრომლის, მეუღლესთან. იმისათვის, რომ შეხვდეს საყვარელს, აგზავნის ქმარს საბადოს ღრმა და საშიშ მონაკვეთებზე. იორდან-მლოდჟიანოვსკას ფილმში გვაქვს კავშირი სისხლითა და ხორცით ადამიანებთან ამიტომ, როდესაც უბედური შემთხვევას აქვს ადგილი, ოსკარი რჩება დატყვევებული, ხოლო საყვარლები კი ერთვებიან სამაშველო მისიაში. სინდისის ქეჯნის გრძნობით ცდილობენ გაიაზრონ სიტუაცია, რომელშიც მოექცა ეს სამკუთხედი. აკრძალული სიყვარული გადადის მეორეხარისხოვან პლანზე, ხოლო რეჟისორი არ აძლევს საშუალებას პერსონაჟებს დაივიწყონ, თუ რაში არიან გახვეულნი და სად უნდო მოიძიონ ცოდვების მონანიება. დატყვევებულ ოსკართან კონფრონტაციის შეუძლებლობა აიძულებს მათ მოიძიონ პასუხები საკუთარ თავებში. მიუხედავად იმისა, რომ „რკინის ხიდის“ მოქმედება ეყრდნობა ტრაგიკულ მოვლენებს, ეს ძალიან კამერალური ფილმია, რომელიც უბიძგებს მოგზაურობას ყველა ადამიანის სიღრმეში, ვისაც ჰგონია, რომ მის პირად ცხოვრებაში პრობლემები ჭარბობს. დანაშაულის გრძნობის მქონე (ალბათ ირაციონალური) გმირები ცდილობენ გააღვიძონ საკუთარი ადამიანობის უკეთესი ნაწილი, ვინაიდან ნახშირის საბადოს ბნელი გამოქვაბულების გარდა მსოფლიოში არსებობს ბევრად ბნელი ადგილები. ისინი ადამიანის გულის ფსკერზეა, სადაც საჭიროა ზოგჯერ ჩავიხედოთ.

kadry z filmu
kadry z filmu
kadry z filmu




wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

ანასტასია ვლასენკო
sputnik@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18