ჟანრი: დოკუმენტალური ფილმი
რეჟისორი: დარიუშ ზალუსკი
სცენარი: დარიუშ ზალუსკი, ანნა ფილლიპოვ
ოპერატორი: დარიუშ ზალუსკი და სხვები
მუსიკა: მაია პიეტრაშევსკა-კოპერი
მონტაჟი: ანნა ფილლიპოვ
პროდიუსერები: რაფალ ვიშნიევსკი, პიოტრ პუსტელნიკი, ანნა მილევსკა
წარმოება: კულტურის ეროვნული ცენტრი
წარმოების ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების წელიი: 2019
ხანგრძლივობა: 83 წუთი
ჯილდოები:
2019 Nordic Adventure Film Festival კოპენჰაგენში - ჯილდო საუკეთესო ფილმი
2019 ანდჟეი ზავადას სახელობის სამთო კინოფილმების მიმოხილვა ლონდეკ-ზდრუიში – მაყურებლის ჯილდო
2019 Echo Mountain Film Festival სკოპიეში - ჯილდო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი
2019 INKAFEST Mountain Film Festival არეკიპაში - Grand Prix
2019 კრაკოვის სამთო ფესტივალი - Grand Prix
ფილმის მოქმედება ხდება ზამთრის ექსპედიციის K2- ზე, რომელიც სიმაღლით მეორე მთაა მსოფლიოში. დაახლოვებით ოცამდე მთასვლელი კშიშტოფ ვიელეცკის მეთაურობით, ცდილობს განახორციელოს ისტორიული ასვლა მწვერვალზე. განსაკუთრებულად რთულ პირობებში ჯგუფები მოაჯირების დაკიდებით გულმოდგინედ ამზადებენ სალაშქრო გზას მწვერვალისაკენ და გადაადგილდებიან შემდეგი ბანაკებისაკენ. მოცემულ რუტინულ ლაშქრობას წყვეტს ტრაგედია, რომელიც ხდება ახლო მდებარე მთაზე - ნანგა პარბატზე.. ადამ ბიელეცკიმ და დენის ურუბკომ ოსტატური სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს ელიზაბეტ რევოლი. მისი პარტნიორი ტომაშ მაცკიევიჩი სამუდამოდ დარჩა ნანგა პარბატის მწვერვალის ქვეშმაშველები ბრუნდებიან K2 მთასთან და ანახლებენ ლაშქრობას. დროთა განმავლობაში დაგროვილი სიძნელეების ფონზე სამყაროსგან ფიზიკურად იზოლირებულ ჯგუფში იმჟღავნება ხასიათების სხვაობა წევრთა შორის. დამატებით დაძაბულობას მატებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ექსპედიციის განსაკუთრებული მედიალურობა.
მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl
ანასტასია ვლასენკო
sputnik@ear.com.pl
როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl
+48 22 523 41 18