ცხოველებს და ადამიანების შესახებ

რეჟ. ლუკაშ ჩაიკა
პოლონეთი
2019
70 წუთი
12+

ჯილდოები
2019 დოკუმენტური კინოფილმების საერთაშორისო ფესტივალი კანტონში - ჯილდო საუკეთესო არტისტული ფილმისათვის
2019 პოლონური კინოფილმის ფესტივალი ამერიკაში (ჩიკაგო) - ჟიურის სპეციალური ჯილდო

ზოოლოგიური პარკების მიზანია გადაშენების ზღვარზე მყოფი ცხოველების გადარჩენა. ამ ფუნქციას შემოტრიალებული სახით ასრულებდა ვარშავის ზოოპარკი მეორე მსოფილო ომის დროს. ომის დაწყებისთანავე ნაცისტებმა ცხოველების ნაწილი მოკლეს ხოლო დანარჩენი რეიხში წაიყვანეს. ომიანობის პერიოდში მიტოვებული სადგომები, ჯიხურები და ვოლიერები ზოოპარში გადაშენების პირას ყველაზე დიდ რისკის ქვეშ მყოფმა ხალხმა დაიკავა. ესენი იყვნენ ებრაელები, რომლებიც სიკვდილს გაურბოდნენ და ასევე არმია კრაიოვას სამხედროები. ისინი იმალებოდნენ მიტოვებულ სადგომებში, ჯიხურებში, ფრინველების ვოლიერებში და იან ჟაბინსკის სახლში, რომელიც იმ დროს ზოოპარკის დირექტორი იყო. საერთო ჯამში აქ იპოვა თავშესაფარი რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა. ზოოპარკში ზოგი ერთი დღის, ზოგი კი რამოდენიმე თვის განმავლობაში იმალებოდა. ზუსტი ციფრი არავინ იცის. ფილმში გამოყენებულია მეტაფორები, რომლებიც ცხოველებთანაა დაკავშირებული. ამ წარმოუდგენელი ისტორიის მოყოლა შესაძლო გახდა მდიდარი საარქივო მასალების დახმარებით და რა თქმა უნდა იმ მოვლენების ცოცხალი მოწმეების მიერ მონაყოლი ფაქტების ჩაწერით.

kadry z filmu



wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

ანასტასია ვლასენკო
sputnik@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18