ყველაფერი დედაჩემისთვის

ჟანრი: ფსიქოლოგიური ფილმი
რეჟისორი: მალგოჟატა იმიელსკა
სცენარი: მალგოჟატა იმიელსკა
ოპერატორი: ტომაშ ნაუმიუკი
მუსიკა: ვლოდჟიმიეჟ პავლიკი
მონტაჟი: აგნიეშკა გლინსკა
სცენოგრაფია: კატაჟინა ფილიმონიუკი
პროდიუსერი: ვოიჩეხ კაბაროვსკი, იეჟი კაპუშჩინსკი
წარმოება: Naima Film
გამოშვების წელი: 2019
ხანგრძლივობა: 103 წუთი

მსახიობები: ზოფია დომალიკი, მარია სობოჩინსკა, მალვინა ლასკა, მაგდალენა ცელმერი, ჰელენა ენგლერტი, იოანნა პოლეჩ, ზუზანნა პულავსკა, ალიცია ჩერნიევიჩი, ედიტა იანუშევსკა, ჰალინა რაშიაკუვნა

ჯილდოები:
2019 პოლონური მხატვრული ფილმების ფესტივალი გდინიაში - ჯილდო მსახიობის დებიუტი (ზოფია დომალიკი)
2019 ვარშავის კინოფესტივალი – მაყურებლის ჯილდო
2020 კინოფილმების საერთაშორისო ფესტივალი დჰაცეში - ჯილდო საუკეთესო ფილმი ასევე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო „Women Filmmakers” - ის კონკურსში

მალგოჟატა იმიელსკა მგრძნობიარე დოკუმენტალისტია, რომელიც პირველად მოეკიდა მხატვრულ ფილმს და გადაწყვიტა აღწეროს ქალების ეგზისტენციის ორი ფენა. ისტორია ინსპირირებულია ნამდვილი ამბით და უნივერსალურად გადმოქვცემს მახსოვრობისა და ორი სამყაროს შესახებ, რომელშიც ხანდახან ერთდროულად ვცხოვრობთ. ერთში ვხედავთ პატარა ოლას, რომელიც იდილით აღსავსე ცხოვრებას ეწევა, ხოლო მეორეში - ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას. ფილმში მოვლენათა განვითარებისას ვიგებთ, რომ სამოცდაათი წლის ქალბატონს მახსოვრობამ შეიძლება უღალოტო,ს ხოლო იზოლაციაში მცხოვრები ადამიანის ბავშვობა უფრო ბრუტალური აღმოჩნდება ვიდრე მოველოდებოდით. მაყურებელი აწყობს ოლას ცხოვრებას, უფრო რეალისტურ ელემენტებიდან, ხოლო საკუთარი დედის მოძებნის აკვიატებას მიჰყავს მტკივნეულ კონფრონტაციამდე წარსულთან. რეჟისორმა თავისი თანაგრძნობის უნარი გამოიტანა დოკუმენტალისტიკის სკოლიდან და ამ მოგზაურობაში ოპერატორი წაიყვანა, რომლის ნაშრომიც გვაძლევს გამოხატვის ასეთ ფორმას. ტომაშ ნაუმიუკის გადაღებები აჯახებენ ზემოხსენებულ იდილიასა და ბრუტალურ გულახდილობას. მსახიობის ზოფია დომალიკის დადუმებული და მოკრძალებული თამაში გვაძლევს საშუალებას შევიგრძნოთ ოლას სიტუაცია. კარგი, რეფლექსიური, კამერალური მაგრამ ამავდროულად ბრუტალური კინო, რომელშიც არის იმედის ადგილი.





wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

ანასტასია ვლასენკო
sputnik@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18