ხორცი ქრისტესი

ჟანრი: დრამატული ფილმი
რეჟისორი: იან კომასა
სცენარის ავტორი: მატეუშ პაცევიჩი
ოპერატორი: პიოტრ სობოჩინსკი (უმცროსი)
მუსიკა: ევგუენი და საშა გალპერინი
მონტაჟი: პშემისლავ ხრუშჩიელევსკი
სცენოგრაფია: მარეკ ზავიერუხა
პროდიუსერი: კშიშტოფ რაკი, ლეშეკ ბოდზაკ, ანეტა ჰიკინბოთჰამ
მწარმოებელი: Aurum Film
გამოშვების წელი: 2019
ხანგრძლივობა: 112 წუთი
მსახიობები: ბარტოშ ბიელენია, ალექსანდრა კონიეჩნა, ელიზა რიცემბელი, ტომაშ ჟიენტეკ, ბარბარა კუჟაი, ლეშეკ ლიხოტა, ზდჟისლავ ვარდეინი, ლუკაშ სიმლატი, ანნა ბიერნაჩიკი, ლიდია ბოგაჩუვნა, რადოსლავ ჩიუჩიასი, იანუშ მაზურკიევიჩი, გჟეგოჟ პალკოვსკი.

ჯილდოები და ნომინაციები:
2019 ვენეცია (MFF) - ჯილდო Europe Cinemas Label ასევე ჯილდო "Inclusion Award"
2019 მხატვრული ფილმების ფესტივალი გდინიაში - ჯილდო - რეჟისორი (იან კომასა), ჯილდო - სცენარი (მატეუშ პაცევიჩი), ჯილდო - მეორე პლანის ქალის საუკეთესო როლი (ელიზა რიცემბელი), Onet - ის ჯილდო - „ფესტივალის აღმოჩენა“ (ბარტოშ ბიელენია), Elle-ს ბროლის ვარსკვლავი (ბარტოშ ბიელენია), ჯილდო - პოლონური ფილმების ფესსტივალი და პოლონური ფილმების მიმოხილვა საზღვარგარეთ, „დონ კიხოტი“ - ჯილდო - კინოფილმების სადისკუსიო კლუბების პოლონური ფედერაცია, ჯილდო - ლოკალური და კონოსტუდიების ქსელი, ჟურნალისტთა ჯილდო, მაყურებლის ჯილდო
2019 ზბიშეკ ციბულსკის სახელობის ჯილდო (ბარტოშ ბიელენია)
2020 წარდგენა ამერიკის ოსკარის კინოხელოვნების აკადემიის „ჯილდოზე კატეგორიაში: საერთაშორისო მხატვრული ფილმი
2020 პოლონური კინოფილმის ჯილდო „არწივი“ კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (იან კომასა), საუკეთესო სცენარი (მატეუშ პაცევიჩი), საუკეთესო ოპერატორი (პიოტრ სობოჩინსკი უმცროსი), საუკეთესო მონტაჟი (პშემისლავ ხრუშჩიელევსკი), ქალის საუკეთესო მთავარი როლი (ალექსანდრა კონიეჩნა), მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი (ბარტოშ ბიელენია), მეორე პლანის ქალის საუკეთესო როლი (ელიზა რიცემბელი), მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი (ლუკაშ სიმლატი), წლის აღმოჩენა (მატეუშ პაცევიჩი), მაყურებლის ჯილდო.

ინსპირირებულია 20 წლის დანიელის ნამდვილი ისტორიით, რომელიც რთული ყოფაქცევის მქონე მოზარდთა რეფერირების დაწესებულებაში განიცდის სულიერ გარდასახვას და მალულად ოცნებობს მღვდელმსახურებაზე. დახურულ დაწესებულებაში გატარებული რამოდენიმე წელიწადის შემდგომ ბიჭი პირობითად გაანთავისუფლეს და გაგზავნეს სამუშაოდ სადურგლო სახელოსნოში. სახელოსნოში წასვლის მაგივრად დანიელი გაემართა ადგილობრივი ეკლესიისაკენ, სადაც დაუმეგობრდა წინამძღვარს. წინამძღვრის არ ყოფნის მომენტში ჩნდება შანსი იმისა, რომ ახალგაზრდამ თავი მღვდლად წარმოაჩინოს, დანიელი იწყებს მღვდელმსახურებას ქალაქში. თავიდან მისი ევანგელიზაციის მეთოდები კონტროვერსიას ბადებს მაცხოვრებლებს შორის, განსაკუთრებულად კი ეკლესიის მსახურ ლიდიას თვალში. შემდგომ ახალგაზრდა ბიჭის სწავლებები და ცრუ მღვდელმსახურის ქარიზმა აღწევს ადგილობრივი მოსახლეობის გულებამდე, რომლებიც რაომოდენიმე თვის წინ საშინელმა ტრაგედიამ შეძრა. ამ დროს ქალაქში ჩნდება დანიელის ძველი მეგობარი სააღმზრდელო დაწესებულებიდან, ხოლო ეკლესიის მსახურის ქალიშვილი მართა უფრო მეტად ეჭვობს ახალგაზრდა მღვდლის სულიერების შესახებ. ეს ყველაფერი აცლის საყრდენს ახალგაზრდა ბიჭს. გაყოფილი sacrum-ს და profanum-ს შორის დანიელი პოულობს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან მიზანს. მისი მიღწევის გადაწყვეტილებას ღებულობს, მიუხედევად იმისა, რომ საიდუმლო შეიძლება გამოაშკარავდეს...

kadry z filmu
kadry z filmu
kadry z filmu


wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

ანასტაზია მოშკოვსკა
festiwal@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18