ჟანრი: დოკუმენტური ფილმი
რეჟისორი: ლუკაშ ჩაიკა
სცენარი: ლუკაშ ჩაიკა
ოპერატორი: კაცპერ ჩუბაკი
მუსიკა: მარჩინ მასეცკი
მონტაჟი: იაკუბ პიონტეკი
პროდიუსერები: ანნა ვერედა, კაროლ ვოჟბინსკი, ვოიჩეხ ფრონჩეკი
წარმოება: Autograf Karol Wożbiński (აუტოგრაფი კაროლ ვოჟბინსკი)
წარმოების ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების თარიღი: 2019
ხანგრძლივობა: 70 წუთი
ჯილდოები
2019 დოკუმენტური კინოფილმების საერთაშორისო ფესტივალი კანტონში - ჯილდო საუკეთესო არტისტული ფილმისათვის
2019 პოლონური კინოფილმის ფესტივალი ამერიკაში (ჩიკაგო) - ჟიურის სპეციალური ჯილდო
ზოოლოგიური პარკების მიზანია გადაშენების ზღვარზე მყოფი ცხოველების გადარჩენა. ამ ფუნქციას შემოტრიალებული სახით ასრულებდა ვარშავის ზოოპარკი მეორე მსოფილო ომის დროს. ომის დაწყებისთანავე ნაცისტებმა ცხოველების ნაწილი მოკლეს ხოლო დანარჩენი რეიხში წაიყვანეს. ომიანობის პერიოდში მიტოვებული სადგომები, ჯიხურები და ვოლიერები ზოოპარში გადაშენების პირას ყველაზე დიდ რისკის ქვეშ მყოფმა ხალხმა დაიკავა. ესენი იყვნენ ებრაელები, რომლებიც სიკვდილს გაურბოდნენ და ასევე არმია კრაიოვას სამხედროები. ისინი იმალებოდნენ მიტოვებულ სადგომებში, ჯიხურებში, ფრინველების ვოლიერებში და იან ჟაბინსკის სახლში, რომელიც იმ დროს ზოოპარკის დირექტორი იყო. საერთო ჯამში აქ იპოვა თავშესაფარი რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა. ზოოპარკში ზოგი ერთი დღის, ზოგი კი რამოდენიმე თვის განმავლობაში იმალებოდა. ზუსტი ციფრი არავინ იცის. ფილმში გამოყენებულია მეტაფორები, რომლებიც ცხოველებთანაა დაკავშირებული. ამ წარმოუდგენელი ისტორიის მოყოლა შესაძლო გახდა მდიდარი საარქივო მასალების დახმარებით და რა თქმა უნდა იმ მოვლენების ცოცხალი მოწმეების მიერ მონაყოლი ფაქტების ჩაწერით.
მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl
ანასტაზია მოშკოვსკა
festiwal@ear.com.pl
როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl
+48 22 523 41 18