სილეზიის უნივერსიტეტის რადიოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმები (16+)

შავი ხასიათი
კომედია, რეჟისორი: კუბა გრიჟევსკი, 2019, 14 წუთი
კომედია ანტიპათიისა და ოჯახური მოულოდნელობების შესახებ. „გამოიცანი, დღეს სადილზე ვინ მოვა” თანამედროვე პოლონურ ვერსიაში. შვილის არჩევანს მშობლები ზოგჯერ არ ეთანხმებიან. სტეფანემ გაიცნო იანეკი, საკუთარი ქალიშვილის მარტას ახალი პარტნიორი და არ მალავს იმედგაცრუებას. თავიდან კონტაქტს არიდებს თავს, შემდეგ კი ყველაფრის მიუხედავათ გადაწყვეტს აიღოს საქმე საკუთარ ხელებში. გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოაცილოს ქალიშვილი თავის სასიყვარულო არჩევანს.

არასოდეს კარგად
დრამატული ფილმი, რეჟისორი: პაველ პოვოლნი, 2019, 18 წუთი
მარტა და მიხალი წყვილია, რომელსაც სულ მალე შვილი ეყოლება. მათ არ სურთ გაზარდონ ბავშვი სახლში, რომელშიც თანამცხოვრები პირები არიან. სამწუხაროდ მათ არა აქვთ საშუალება იქირავონ ცალკე ბინა. გადაწყვეტენ მოინახულონ ვიესლავი, მარტას ბაბუა, რომელიც თავისი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მარტო ცხოვრობს და შესთავაზონ მას ბინის გაცვლა. ვიესლავი თავდაპირველად ეთანხმება მარტას და მიხალს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სვავს ერთ პირობას.

ფრენის სწავლა
დრამატული ფილმი, რეჟისორი: კლაუდია კენსკა, 2019, 21 წუთი
სარა, პროფესიონალი, წარმატებული ბორტგამცილებელია. ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებულად აქვს. ერთადერთი რაც მისთვის სიძნელეს წარმოადგენს ეს ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. საკუთარ რუტინულ ცხოვრებაში ჩაკეტილია და უნდა უცბად გაიხსნას. სახლის გაძარცვამ აიძულა ნატურალური რითმიდან ამოვარდნა და სხვა ადამინაებთან კონტაქტის მოძიება. ადვილი იქნება მისთვის ვინმეს ექსპრომტად პოვნა?

ვიტიროთ
დრამატული ფილმი, რეჟისორი: ტადეუშ კაბიჩი, 2019, 24 წუთი
მაჩეკი, ახალგაზრდა ბიჭი პროვინციიდან, აწარმოებს საკუთარ გამოძიებას თავისი დაკარგულ დასთან დაკავშირებით. მშობლებისა და მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტს მიიღოს მონაწილეობა კონტროვერსიულ სატელევიზიო პროგრამაში, რომელშიც სიმპათიური რეპორტიორი წყვეტს უბრალო ხალხის პრობლემებს. მოკლე ხანში სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში ჩამოდის სატელევიზიო ჯგუფი ცნობილი ჟურნალისტის მეთაურობით.

ერთი ღამის ყვავილი
დრამატული ფილმი, რეჟისორი: ნატალია შადა, 2018, 12 წუთი
უპირველესყოვლისა კინოფილმი მოგვითხრობს მთავარი გმირის - ლუციას პირველ სიყვარულზე , რომელსაც ართულებს ეგოისტური და მკაცრი დედა. ეს არის ისტორია ღირებულებებზე და იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც მცირე საზოგადოებაში წარმოადგენენ სიმართლისა და მოქმედების ერთადერთ მაჩვენებელს.

ჩურჩული
დრამატული ფილმი, რეჟისორი: კატაჟინა სიკორსკა, 2019, 10 წუთი
მკითხავის სახლში (სახალხო მკურნალი პოდლაშეს შემოგარენიდან) ჩნდება მისი საყვარელი... ორსულ ცოლთან ერთად, რომელსაც დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარება. როგორ მოიქცევა სოფლის მკურნალი საკუთარ ინტერესებთან შეჯახების დროს? რა შედეგებს გამოიღებს მის მიერ გამოყენებული მაგია ზებუნებრივ სამყაროში? წარსულში გაურკვეველ დროის მონაკვეთში მომხდარი ისტორია გადმოცემულია მხოლოდ გამოსახულებით, დიალოგების გარეშე.



.



wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

პროექტის მენეჯერი

ანასტასია ვლასენკო
sputnik@ear.com.pl

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18