ახალი ამბები

ძვირფასო მაყურებლებო, 2023 წელს ვიწყებთ ფესტივალ "ვისლას" მეოთხე ქართული გამოცემით. მაისში ქუთაისს ვესტუმრეთ და ახლა პოლონური კინოს მოყვარულებს ელით www.mojeekino.pl პლატფორმის საშუალებით ონლაინ ჩვენებები, რომელიც 16 იანვარს დაიწყება. ქართველი მაყურებლის მოლოდინის გასამართლებლად მოვამზადეთ მრავალფეროვანი რეპერტუარი, რომელშიც როგორც დრამის ასევე კომედიის მოყვარულები ნახავენ მათთვის საინტერესო ფილმებს.
ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ვერცხლის ლომებით დაჯილდოვებული მაჩეი პიეპჟიცას ფილმი. "იკარუსი. მიეტეკ კოშის ლეგენდა”. ფილმი ეფუძნება ჯაზის ფორტეპიანოს ვირტუოზის - მიეტეკ კოშის ნამდვილ ისტორიას. მრავალი დაბრკოლების ფონზე გმირი წარმატებას მიაღწევს. პროგრესირებადი დაავადების გამო მას ბავშვობიდან მხედველობა აკლდებოდა, რომელიც საბოლოოდ დაკარგა. მიუხედევად ამისა გადაწყვეტს კონცენტრირებას და ხდება ცნობილი პიანისტი, რომელიც იმარჯვებს პრესტიჟულ Montreux Jazz Festival-ზე. თუმცა, პოლონეთის პროვინციიდან ჩამოსულ ბიჭს, რომელსაც გენიოსად აღიარებენ, კარიერამ არ მოუტანა ბედნიერება. ის ებრძვის მარტოობას და ცდილობს თავისი დიდი სიყვარული აღმოაჩინოს თითოეულ ქალში, რომელსაც ხვდება.
2022 წელს ავღნიშნეთ გამოჩენილი პოლონელი რეჟისორის, იეჟი კავალეროვიჩის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მისი შემოქმედება არ იფარგლება ერთი მიმართულებით და სტილით. ამასთან დაკავშირებით გვინდა წარმოგიდგინოთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სათაურით "მატარებელი". ეს არის თანამედროვე მელოდრამა კრიმინალური ელემენტებით და შესანიშნავი მსახიობებით. ეკრანზე მაყურებელი იხილავს ლუსინა ვინნიცკას, ლეონ ნიემჩიკს და ზბიგნევ ციბულსკის. სურათი წარმოადგენს კამერალურ ფსიქოლოგიურ კვლევას იმ ადამიანების ემოციური მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ღამეს ატარებენ საძილე ვაგონის განყოფილებაში.
რეპერტუარში შედის იაკუბ მიხალჩუკის კომედია „ნათესავები“, რომლის მოქმედება ხდება მიმდინარე ქორწილის დროს ... ჩაშლილი ქორწინების შემდეგ. მთავარი გმირები არიან წყვილის მშობლები ორი უკიდურესად განსხვავებული სოციალური წრიდან, ორი განსხვავებული სამყაროდანაც კი. ამრიგად, ფილმში ვაკვირდებით ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეჯახებას უბრალო ადამიანებთან, მდიდრების დაპირისპირებას ღარიბებთან, „ბურჟუაზიის“ „პროლეტარიატთან“. მშობლების როლები შეასრულეს შესანიშნავებმა მსახიობებმა: მაია ოსტაშევსკამ, მარჩინ დოროჩინსკიმ, იზაბელა კუნამ და ადამ ვორონოვიჩმა.
ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს გდინიას ფესტივალზე დაჯილდოვებული იან პაველ მატუშინსკის ფილმი "კვალი რომ არ დარჩეს“. ფილმი გვაბრუნებს 1983 წ., როდესაც პოლონეთის კომუნისტური ხელისუფლებამ შემოიღო საომარი მდგომარეობა, რომელიც მიზნად ისახავდა სოლიდარობის ოპოზიციის მოძრაობის დახშობას. 12 მაისს ოპოზიციონერი პოეტის ბარბარა სადოვსკას ვაჟი გჟეგოჟ პშემიკი დააკავა მილიციის პატრულმა და სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ის ორდღიანი აგონიის შემდეგ გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევის ერთადერთი მოწმე გჟეგოჟის მეგობარი, იურეკ პოპიელი, რომელიც გადაწყვეტს იბრძოლოს სამართლიანობისთვის და ჩვენების მიცემას პოლიციის წინააღმდეგ.
სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, პროგრამაში ასევე შედის ლოძის კინოსკოლის სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ბლოკი "ნავით ვისლაზე". ეტიუდებს შორის წარმოდგენილია ფილიპ ბოიარსკის „ოპუს მაგნუმი“, კაროლინა კაიეტანოვიჩის „გამწვანება“, არტურ ჰანაიას „სამი ნაბიჯი ბედნიერებამდე“ და ზუზანა გრაიცევიჩის „ვენერა ვილენდორფიდან“.


მოხარულნი ვართ, რათა მოგვეცა საშუალება გაგვეზიარებინა თქვენთვის ასეთი კარგი ინფორმაცია: მაისში, საქართველოში პოლონური კინოფესტივალის "ვისლას" მეოთხე გამოცემა გაიმართება! წელს პოლონური კინემატოგრაფიის ფესტივალს ქუთაისში ავღვნიშნავთ. ჩვენებები კინოთეატრ "საქართველოში" 26 მაისს დაიწყება.

მომზადებულია პროგრამა, რომელიც იმედია მოეწონება ჩვენს ქართველ მაყურებელს. უცვლელად ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას რეპერტუარის მრავალფეროვნებაზე, მაშასადამე როგორც დრამის, ისევე კომედიის მოყვარულებს ექნებათ საშუალება ამოირჩიონ საკუთარი თავისთვის შესაბამისი ფილმები. საქართველოში წლევანდელ „ვისლას“ ფესტივალზე წარმოგიდგენთ კონრად აქსინოვიჩის დრამას „დაბრუნება იმ დღეებში“. 14 წლის ტომეკის მამა (მთავარ როლში მაჩეი შტუჰრ) აშშ-დან წლების ემიგრაციის შემდეგ ბრუნდება ვროცლავში, სადაც მისი ალკოჰოლიზმის გამო ოჯახი ინგრევა. ასევე საყურადღებოა გდინიას ფესტივალზე დაჯილდოვებული იან პ.მატუშინსკის ფილმი „კვალი რომ არ დარჩეს“. კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ სასწრაფო დახმარების მუშაკებს დააბრალონ მილისიელების ცემის შედეგად დაღუპული გჟეგოჟ პშემიკის სიკვდილი. ჩვენს რეპერტუარში ასევე შედის მაჩეი პიეპჟიცას ფილმი. "იკარუსი. მიეტეკ კოშის ლეგენდა”, რომელმაც მოიპოვა „ვერცხლის ლომები“ და ჯილდო დავიდ ოგროდნიკის მთავარი როლისთვის გდინიაში გამართულ პოლონეთის 44-ე კინოფესტივალზე და გაიმარჯვა 2020 წელს „არწივების“ საუკეთესო ჟღერადობისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში. ეს არის ჯაზის ფორტეპიანოს ვირტუოზის - მიეტეკ კოშის რეალური მოვლენებით შთაგონებული ისტორია. პიანისტმა გაიმარჯვა პრესტიჟულ მონტრეს ჯაზ ფესტივალზე, მაგრამ პოლონეთის პროვინციიდან გამორჩეულ გენიალურ ბიჭს ამით ბედნიერება არ შემოემატა.

გარდა დრამებისა, ჩვენ გვექნება სიამოვნება წარმოგიდგინოთ დარია ვოშეკის ტრაგიკომედია „ღვთისმშობლის ფიგურები“, რომელმაც 2020 წელს კრაკოვში OFF CAMERA-ს ფესტივალზე მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. რეპერტუარში კომედიაც იქნება. ქორწილის დროს ორი სამყაროს დაპირისპირებას ვიხილავთ იაკუბ მიხალჩუკის ფილმში „ნათესავები“. დედამთილ-მამამთილის და სიდედრ-სიმამრის როლები შეასრულეს: მაია ოსტაშევსკა, მარჩინ დოროჩინსკი, იზაბელა კუნა და ადამ ვორონოვიჩი.

პროგრამაში ნახავთ მარიუშ ვილჩინსკის უახლეს ანიმაციას „მოკალი ეს და წადი ამ ქალაქიდან“, რომელმაც 2020 წელს გდინიაში 45-ე პოლონურ კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო. ფილმი 14 წლის განმავლობაში იქმნებოდა და წარმოადგენს რეჟისორის სრულმეტრაჟიან დებიუტს. ეს არის ისტორია გმირზე, რომელიც საყვარელი ადამიანების დაკარგვის შემდეგ სასოწარკვეთილებისგან გაქცეული, იმალება მოგონებების უსაფრთხო სამყაროში, სადაც დრო ჩერდება და ყველა მისი საყვარელი ადამიანი ცოცხალია. წლების განმავლობაში ქალაქი მის წარმოსახვაში ვითარდება. ერთ დღეს დაუპატიჟებლად ქალაქში ჩამოდიან ლიტერატურიდან და მულტფილმებიდან ცნობილი ბავშვობის გმირები და კერპები, რომლებიც სამუდამოდ ახალგაზრდები არიან მომავალი თაობების გონებაში. როდესაც ჩვენი გმირი აღმოაჩენს, რომ ყველა დაბერდა და მარადიული ახალგაზრდობა არ არსებობს, ის გადაწყვეტს რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ გამოჩენილი პოლონელი რეჟისორის, იერჟი კავალეროვიჩის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მისი შემოქმედება არ იფარგლება ერთი ტენდენციით და სტილით. ამასთან დაკავშირებით გვინდა წარმოგიდგინოთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სათაურით "მატარებელი". ეს არის თანამედროვე მელოდრამა კრიმინალური ფანტასტიკის ელემენტებით, „პოლონური კინოსკოლის“ თვისებებით, თუმცა გადაღებულია პათოსისა და ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე.

სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, პროგრამაში ასევე შედის ლოძის კინოსკოლის სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ბლოკი "ნავით ვისლაზე". ეტიუდებს შორის წარმოდგენილია ფილიპ ბოიარსკის „ოპუს მაგნუმი“ და ზუზანა გრაიცევიჩის „ვენერა ვილენდორფიდან“.

გთხოვთ თვალყური ადევნოთ ჩვენს ვებგვერდს www.festiwalwisla.pl ასევე პროფილს ფეისბუქზე (Polish Film Festival "Vistula"/ Festiwal "Wisła") და ინსტაგრამზე (vistula_festival), სადაც მუდმივ რეჟიმში ვაშუქებთ ყველა ჩვენს ღონისძიებას. შევხვედრამდე კინოთეატრებში!

wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

Specjalista ds. Projektu

Yana Nechai
Yana@nowaprzestrzen.com

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18