„ნავით ვისლაზე“, ლოძის კინოსკოლის სტუდენტთა მიერ შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ბლოკი, 2020-2021, 109 წთ.



გამწვანება
ჟანრი:  ანიმაცია
რეჟისორი:  კაროლინა კაიეტანოვიჩ
სცენარი:  კაროლინა კაიეტანოვიჩ
ანიმაცია: კაროლინა კაიეტანოვიჩ
გახმოვანება:  იელიზავეტა პისმაკ, კაროლინა კაიეტანოვიჩ
მონტაჟი:  კაროლინა კაიეტანოვიჩ
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2021
დრო: 7’55 წთ
გზისპირა გამწვანება არავის მიწაზეა. გაჩნდა გასავლელად და არა მასზე ყოფნისთვის. გეომეტრიული და ხელოვნურად შემოსაზღვრული, მაგრამ ველური სარეველებით გადაზრდილია - ეკუთვნის ადამიანს თუ ბუნებას? იგივე ეხება თქვენს სხეულს. შენ მასში ყოფნის ნაცვლად მთელი დღეები დაათრევ მას. იყავი ის. მე გადავიღე ეს ფილმი ისე, რომ შენმა გრძნობებმა დაისვენოს ნამდვილი ფილმებს შორის. რათა შენმა სხეულმა შეძლოს დაძინება. ტკბილი სიზმრები, მეორე სხეულო. მიყვარხარ.
ჯილდოები:
2021 კრაკოვი (კრაკოვის კინოფესტივალი - პოლონეთის კონკურსი) - ჟიურის პრიზი „ანიმაციური ფილმის მინიმალისტური საშუალებებით ღრმა სენსუალური შთაბეჭდილების შექმნისა და ანთროპოცენის დასასრულის საზღვრების შესწავლისთვის“
2021 ბუქარესტი (Anim`est ანიმაციური ფესტივალი) - სპეციალური პრიზი სტუდენტური ფილმისთვის
2022 ამსტერდამი (Kaboom Animation Festival)-Best Jamie Bolio Award ჯეიმ ბოლიოს ჯილდო

.

სამი ნახტომი ბედნიერებამდე
ჟანრი:  ანიმაცია
რეჟისორი:  არტურ ჰანაი
სცენარი:  კარარტურ ოლინა კაიეტანოვიჩ
ოპერატორი: მატეუშ სკალკა
მუსიკა:  ანნა ნოვაკ
მონტაჟი:  პიოტრ ბარილა
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2020
დრო: 11’53 წთ
როლებში (ხმები): ბრონისლავ ვროცლავსკი, მაჩეი კარვას, მილენა ლისეცკა, მიხალ მაჩეიოვსკი, ზუზანნა სტახ, კინგა რუტკოვსკა
შავი კომედია ერთი საღამოს შესახებ რამდენიმე ცხოველის ცხოვრებიდან. კუს წყვილს, დათვს და პერსონალურ მწვრთნელ მაიმუნს სურთ იპოვონ თავიანთი ცხოვრების შეგნებული მართვის ნება. ცხოველებზე ზღაპრის თხრობის ეზოპიურ ტრადიციის შესაბამისად მოთხრობილ ისტორიას გადავყევართ თანამედროვე ეგზისტენციალური პრობლემებისა და გმირებს შორის გაგების მცდელობების დონეზე.
ჯილდოები:
2021 პოლონური ანიმაციის ეროვნული ფესტივალი O! PLA -II "ვერცხლის Tobołek Koziołek Matołek" კაზიმეჟ ურბანსკის სახელობის ჯილდო სტუდენტურ კატეგორიაში
2021 პოლონური ანიმაციის ეროვნული ფესტივალი O! PLA - პაველ დემბსკის სახელობის სპეციალური პრიზი O!PLA ყველაზე მაღალი შეფასების მქონე დიპლომისთვის

.

ერთხელ ისრაელში
ჟანრი:  ანიმაცია
რეჟისორი:  ვერონიკა შიმა
სცენარი:  ვერონიკა შიმა
ანიმაცია: ვერონიკა შიმა
მუსიკა:  დამიან ჩაიკა
მონტაჟი:  ალექსანდრა როსსეტ
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2021
დრო: 10’41 წთ
ანიმაციური დოკუმენტი მოგზაურობის დღიურის სახით. გოგონა ისრაელში პირველად მიდის. ის პალესტინელზეა შეყვარებული. მისი სამყაროს გამარტივებული ხედვა და კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მხარდაჭერის სურვილი სდეროტისა და ღაზას სექტორის საზღვრებზე ცხოვრების რეალობას უპირისპირდება.
ჯილდოები:
2021 კოშალინი (კოშალინის კინოდებიუტების ფესტივალი "Młodzi i Film") - ჟურნალისტთა ჯილდო

.

ვენერა ვილენდორფიდან
ჟანრი:  მხატვრული ეტიუდი
რეჟისორი:  ზუზანნა გრაიევიჩ
სცენარი:  ზუზანნა გრაიევიჩ, ევა რადზევიჩ
ოპერატორი: ევა რადზევიჩ
გახმოვანება:  რაფალ ნოვაკ
მონტაჟი:  ალექსანდრა როსსეტ
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2020
დრო: 23 წთ
როლებში: იუსტინა ვასილევსკა, კატაჟინა სტრონჩეკ, იან ჰრინკიევიჩ, ანნა ანტოშევიჩ, სონია როშჩუკ, იან პიონტკოვსკი, ანდჟეი კლაკ, კსენია ტხუჟკო, მაჩეი ნოვაკ, მიკოლაი ხრობოჩეკ
კამილა არის ამბიციური გოგონა, რომელიც ცხოვრობს სამყაროში, სადაც ჭარბი წონა ქმნის სილამაზისა და სოციალური სტატუსის იდეალს. რაც მეტს იწონი, მით მეტს ნიშნავ. როდესაც კამილას სიგამხდრე გამოაშკარავდება, გოგონა სამსახურიდან გაათავისუფლებენ. მას შეყვარებულიც კი მიატოვებს. ის უარს ამბობს თავის ძველ ჩაცმულობაზე და გადაწყვეტს შეხედოს რეალობას და მოიმატოს წონაში. კამილა მიდის კლინიკაში Fit&Fat, რათა გაიაროს კომპლექსური თერაპია. შეძლებს ის მოერგოს მის გარშემო არსებულ სამყაროს?
ჯილდოები:
2021 ვანკუვერი (Vancouver Polish Film Festival) - ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის

.

ბოსტნეული და ხილი
ჟანრი:  მხატვრული ეტიუდი
რეჟისორი:  მაჩეი იანკოვსკი
სცენარი:  მაჩეი იანკოვსკი
ოპერატორი: ედგარ გრიშჩუკ
გახმოვანება:  რაფალ ნოვაკ
მონტაჟი:  ანნა განცარჩიკ
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2021
დრო: 26 წთ
როლებში: იაკუბ ვოიტას, იოანნა გონსხორეკ, პიოტრ ლუკავსკი, ბრონკა ნოვიცკა, მილოშ ფუდალა, მაჟენა ლევანდოვსკა
თორმეტი წლის ჭარბწონიან ვოიტეკს რცხვენია საკუთარი თავის და დედის, რომელიც სავალალო მდგომარეობაში არსებული სასურსათო მაღაზიას მართავს. ერთ უიღბლო დღეს მოზარდი დაუპირისპირდება დედას. სამწუხაროდ, ის დედის შეცვლის სურვილით მას მხოლოდ დაამცირებს.

.

OPUS MAGNUM
ჟანრი:  დოკუმენტალური ეტიუდი
რეჟისორი:  ფილიპ ბოიარსკი
სცენარი:  ფილიპ ბოიარსკი
ოპერატორი: ფილიპ ბოიარსკი, ტომაშ ვიეჟბიცკი, ადამ სუჟინ, ანტონი გრალეკ, იან ბარტენბახ, ანნა ბიერნაჩიკ, დავიდ ბოდზაკ
გახმოვანება:  კშიშტოფ სტაშიაკ
მონტაჟი:  ფილიპ ბოიარსკი, ნიკოდემ ხაბიორ
მწარმოებელი: კინოს, ტელევიზიისა და თეატრის სახელმწიფო უმაღლესი სკოლა ლოძში
წელი: 2020
დრო: 30 წთ
ოჯახის სახლის სხვენში ვიპოვე ჩემი ბაბუის ძმის ვაცლავის ავტობიოგრაფია. ვაცლავმა აღწერა საიდუმლო მიწისქვეშა ორგანიზაცია, რომელიც მან დააარსა ლოძში მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი იდუმალი ცხოვრების შესახებ ოჯახში არავინ იცის, მეტიც, მის შესახებ მოგონებები ეწინააღმდეგება ფურცლებიდან წაკითხულ ცნობებს. ამიტომ მოვამზადე მონოდრამა, რათა ოჯახს გავაცნო ვაცლავის დაუჯერებელი წარსული. სამწუხაროდ, ყველაფერს ჩემი ცუდი მეხსიერება ართულებს.
ჯილდოები:
2021 კოშალინი (კოშალინის კინოდებიუტების ფესტივალი "Młodzi i Film") - ჟურნალისტთა ჯილდო
2021 ნოვა სულ (Solanin Film Festiwal)- ჯილდო კატეგორიაში: დოკუმენტური ფილმი
2021 ოპოლე (კინოფესტივალი "Opolskie Lamy")- საპატიო ჯილდო მთავარ კონკურსში: დოკუმენტალური ფილმი
2021 იელენია გურა (საერთაშორისო კინოფესტივალი "Zoom-Zbliżenia")- მე-2 პრიზი დოკუმენტური ფილმისთვის
2021 იელენია გურა (საერთაშორისო კინოფესტივალი "Zoom-Zbliżenia")- ჯილდო დოკუმენტური პოლონურ-ჩეხური ფილმისთვის
2021 სვიდნიცა (სვიდნიცის კინოფესტივალი "Spektrum")- ციხის ჟიურის II პრიზი
2021 სვიდნიცა (სვიდნიცის კინოფესტივალი "Spektrum")- მაყურებლის ჯილდო
2021 იან მახულსკის სახელობის პოლონეთის დამოუკიდებელი კინოს ჯილდო ნომინაცია საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში

.



wisła

ფესტივალის დირექტორი

მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl

Specjalista ds. Projektu

Yana Nechai
Yana@nowaprzestrzen.com

პროგრამის კორდინატორი

როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl

ტელეფონი

+48 22 523 41 18