მიმდინარე წლის 27 ივნისს პირველად საქართველოში გაიმართება პოლონური ფილმების ფესტივალი „ვისლა“. გულითადად ვიწვევთ პოლონური კინოს მოყვარულებს ფოთში ფილმების უფასო ჩვენებაზე (ფოთი, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი), რომელიც გაიმართება 27-30 ივნისს.
ფესტივალის პროგრამაში შესულია ბოლო წლების საუკეთესო პოლონური პროდუქცია, რომელიც აღიარებული იქნა როგორც ადგილობრივი ასევე საზღვარგარეთის მაყურებლის მიერ. კინოეკრანი გააცნობს მაყურებელს არა მარტო საუკეთესო ნაშრომებს, ხოლო პოლონეთის მდიდარ ბუნებასა და მოსახლეობის მრავალფეროვნებას. ზუსტად კინოში, როგორც კალეიდოსკოპში ხდება მხიარული და სევდიანი ისტორიების დაკავშირება, საშიში, მისტიკური და ისტორიული მოვლენების ჩვენება, სარკასტული და დაუჯერებელი ირონიით, ზოგჯერ წარმატებული და ზოგჯერ მტკივნეული დამარცხების ფინალით. მაყურებელი გაეცნობა შესანიშნავ სადებიუტო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მრავალრიცხოვანი ჯილდოების კოლექცია. ვისლის კინოფესტივალის მაყურებელს ელით ნამდვილი ემოციების პალიტრა და ღრმა შთაბეჭდილებები, რომლებიც მას გაჰყვება სეანსის დასრულების შემდეგ.
ფესტივალს გახსნის იანუშ კონდრატიუკის ფილმი „როგორც ძაღლი კატასთან“, რომლის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაყრდნობილი. ეს არის ოჯახური ურთიერთობების ტკბილი და ამავდროულად სიმწრით აღსავსე ისტორია. ავტორმა შექმნა ძალზედ პირადული სურათი, რომელშიც წარადგინა საკუთარი ცხოვრების მონაკვეთი, რთული ურთიერთობები, რომელიც აკავშირებდა მას ძმასთან, ასევე რეჟისორთან, ანდჟეი კონდრატიუკთან. კონდრატიუკი მოგვითხრობს თავისი ძმის ავადმყოფობის და გარდაცვალების შესახებ და გვიჩვენებს სიყვარულის განსხვავებულ იერსახეს. რობერტ ვიენცკიევიჩის და ოლგიერდ ლუკაშევიჩის მიერ შესანიშნავად შესრულებული როლების დამსახურებით ფილმმა მოიპოვა მაყურებელთა სიმპატიები მრავალ ფესტივალებზე.
იან იაკუბ კოლსკის ფილმში „შეწყალება“ წარდგენილ მოვლენებს 1946 წელს ჰქონდა ადგილი. რეჟისორმა საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. დედა და მამა ნახევარი პოლონეთის გავლით მოასვენებენ უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოკლული ვაჟიშვილის ცხედარს, რომლის დაკრძალვა მშვიდ ადგილას სურთ. მშობლების მიერ გავლილი გზის ჩვენებით რეჟისორი წარადგენს პოლონეთის რთულ მდგომარეობას ომის შემდგომ პერიოდში. გზა ასახავს მეტაფორულ მოგზაურობას ადამიანის სულის სიღრმეში და ასევე წარმოადგენს ადამიანურობის განსაზღვრის მცდელობას ისეთ სამყაროში, რომელშიც მეზობლები ერთმანეთის მტრებად გადაიქცევიან და ყოფილი მტერი კი მოულოდნელად მოკავშირე ხდება.
მაყურებელი ნახავს ასევე ალეკსანდერ პიეტშაკის კომედიას „იულიუშ“. ფილმის პრემიერა შედგა გასული წლის სექტემბერს. ფილმის სცენარი მოამზადა ორმა ცნობილმა სტენდ-აპელმა (stand-up): აბელარდ გიზა და კაცპერ რუჩინსკი. მთავარი გმირი არის ხელოვნების მოწესრიგებული მასწავლებელი, რომლის მთავარი პრობლემაა მისი მამა - მუდმივად მოქეიფე მხატვარი. იულიუში უბედური, წარუმატებელი და მოწყენილი ადამიანია. ერთერთი დროებითი სამუშაოს დროს ის გაიცნობს დოროტას - ვეტერინარულ ლამაზ ექიმს, რომელიც იულიუშის ცხოვრების მკვეთრი ცვლილებისა და მამასთან რთული ურთიერთობების გამოსწორების შანსს წარმოადგენს. ეს შეხვედა ასევე გააღვივებს მასში იმ გრძნობებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ახშობდა. „იულიუში” შედგება მოკლე სცენებისაგან, რომლებიც შავი იუმორითაა აღსავსე. ეს სპეციფიკური ისტორიაა ჩვეულებრივ ადამიანებზე, მათი მწუხარების და სიხარულის ასევე იმ გამბედაობის შესახებ, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში იმისათვის, რომ გაიმჯობესოს ცხოვრება.
რეჟისორ მარია ნოელეს ფილმი „მარია სკლოდოვსკა-კურიე“ წარმოადგენს წარმატებულ საერთაშორისო კოპროდუქციას ნობელის პრემიის ცნობილი პოლონელი ლაურეატის ცხოვრების შესახებ. ეს არის არაჩვეულებრივი ქალბატონის ისტორია, რომელსაც არ ეშინია გაჰყვეს გულის ძახილს და თავისი გამჭრიარხი გონების, ცოდნისა და იშვიათი უნარ-ჩვევების მეშვეობით დაიმკვიდრებს სათანადო ადგილს მეცნიერთა სამყაროში, რომელშიც ყოველთვის მამაკაცები დომინირებდნენ. ეს ასევე დროში განუმეორებელი მოგზაურობაა საუკუნეების მიჯნაზე პარიზში - ხელოვნების ქალაქში და ასევე ისეთი აღმოჩენების, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა.
ფილმის ყველა ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
გულითადად გიწვევთ!
მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl
ნატალია ვალკა
natalia@ear.com.pl
როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl
+48 22 523 41 18