PLAY >>
კავალეროვიჩის შესახებ
ჟანრი: ფსიქოლოგიური დრამა
რეჟისორი: იეჟი კავალეროვიჩ
სცენარი: იეჟი ლუტოვსკი, იეჟი კავალეროვიჩ
ოპერატორი: იან ლასკოვსკი
მუსიკა: ანდჟეი ტჟასკოვსკი
მონტაჟი: ვიესლავა ოტოცკა
სცენოგრაფია: რიშარდ პოტოცკი
პროდიუსერები: იეჟი რუტოვიჩ
მწარმოებელი: კინოჯგუფი „კადრ“ Zespół Filmowy Kadr
წელი: 1959
დრო: 93 წთ.
როლებში: ლუცინა ვინნიცკა, ლეონ ნიემჩიკ, ტერესა შმიგიელოვნა, ზბიგნიევ ციბულსკი, ჰელენა დომბროვსკა, იგნაცი მახოვსკი
კამერალური ფსიქოლოგიური კვლევა, რომელიც შეაღწევს იმ ადამიანების ინტიმურ ემოციურ მდგომარეობას, რომლებიც ღამეს ატარებენ საძილე მატარებლის საერთო კუპეში. ისინი საკუთარ დრამატულ სიტუაციებში იმყოფებიან და შინაგანად მარტოსულნი რჩებიან. ვარშავიდან ჰელში შემთხვევით ნაყიდი მატარებლის ბილეთი მოულოდნელად ახალგაზრდა ქალს დააკავშირებს კაცთან, რომელსაც არ იცნობს. მართას წარსულში ღრმა ემოციური დრამაა. ის ექიმია, რომლის საოპერაციო მაგიდაზე თინეიჯერი პაციენტი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ვერ გადაარჩინა, რასაც ძალიან განიცდის. დრამის მესამე პირი არის ბიჭი, სტაშეკი, რომელიც შეყვარებულია მართაზე და ყველგან დაჰყვება, თუმცა მართა, როგორც მიხვდით, მათ ურთიერთობას მხოლოდ წარმავალ რომანს უყურებდს. ვაგონში ასევე არიან მოხუცი ადვოკატი ახალგაზრდა ცოლთან, რომელსაც ფლირტი უყვარს, მატარებლის გამცილებელი, რომელსაც კონდუქტორი ქალბატონი მოსწონს და ასევე მღვდელი. მკვლელობის და მატარებელში მკვლელის ყოფნის ამბავი, რაღაც მომენტში იწვევს ლინჩის მცდელობას, რომელიც საბედნიეროდ წარუმატებელი აღმოჩნდება.
ჯილდოები:
1959 ვენეცია (საერთაშორისო კინოფესტივალი) ჟორჟ მელიესის სახელობის ჯილდო
1959 ვენეცია (საერთაშორისო კინოფესტივალი)- სამსახიობო ჯილდო ლუსინა ვინნიცკა
1959 ოქროს იხვი (დაჯილდოვებული ჟურნალ „ფილმ“-ის მიერ) კატეგორიაში: საუკეთესო პოლონური ფილმი; დაჯილდოვდა 1960 წელს
მალგოჟატა შლაგოვსკა-სკულსკა
malgorzata@ear.com.pl
Yana Nechai
Yana@nowaprzestrzen.com
როკსანა პიეტრუჩანის
roksana@ear.com.pl
+48 22 523 41 18